რეგულაციები სიძულვილის ენის წინააღმდეგ – სპეციალური სამსახური შსს-ში
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალშექმნილი სამმართველო მუშაობას დღეიდან იწყებს. აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ექვემდებარება. მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი, ასევე სიძულვილის ენის შემცველი, საჯაროდ გავრცელებული იმ განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. საწყის ეტაპზე სამმართველოს ათი თანამშრომელი ეყოლება. ისინი იმუშავებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში.