რეგულაციები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - გამოხმაურებები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო მუშაობას დღეიდან იწყებს. აღნიშნული შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ექვემდებარება. მისი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი,ასევე სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმ განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. საწყის ეტაპზე სამმართველოს 10 თანამშრომელი ეყოლება. ისინი იმუშავებენ იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რაც უკვე მოქმედებს ქვეყანაში.