კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

12:41, 06.02.2026

დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებას აგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩატარდა. მათგან ცხრაში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. დარღვევებს შორისაა ვადაგასული სურსათი და მიკვლევადობის წესის დარღვევა, ასევე სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობა.

მსგავსი