რეგულაციები პლასტმასის ბოთლების მოხმარებაზე 

15:25, 13.03.2026

ქვეყანაში პლასტმასის ბოთლების მოხმარებაზე რეგულაციები მკაცრდება – 1-ლი ივლისიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება იკრძალება. 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ასეთ ბოთლებში სასმელების წარმოება, გარდა ექსპორტისთვის განკუთვნილი პროდუქციის, აღარ იქნება ნებადართული.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აკრძალვები არ გავრცელდება სამი ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრისა და მეტი მოცულობის სხვადასხვა სასმელებზე. უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებს შეამცირებს.

მსგავსი