ზოგადი განათლების რეფორმა

ცნობილი ხდება სკოლებში მოსალოდნელი რამდენიმე სიახლე. უმაღლესი განათლების შემდეგ დღეს ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფცია წარადგინეს. მოსწავლეების ნაწილისთვის სავალდებულო ხდება ფორმების ტარება, დაანონსდა ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენა, რომლებზეც სამინისტროს მიერ შერჩეული ექსპერტები იმუშავებენ. ანუ ყველა სკოლაში სხვადასხვა საგანს ერთი და იმავე სახელმძღვანელოებით ასწავლიან. იმის გამო, რომ რეფორმა 11-წლიან სასწავლო სისტემაზე გადასვლასაც ითვალისწინებს, იცვლება მე-11 კლასის სასწავლო პროგრამა და ის მთლიანად ეროვნული გამოცდების პროგრამაზე იქნება მორგებული, რათა დამატებითი მომზადების და რეპეტიტორებთან სიარულის საჭიროება აღარ იყოს. გარკვეული ცვლილებები იგეგმება დაფინანსების კუთხით. კონცეფციის გარშემო ჯერ განხილვები უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც მთავრობას დასამტკიცებლად გაუგზავნიან. გენო ოსიყმაშვილი მოგვიყვება, რა იცვლება ახალი კონცეფციით სასკოლო განათლების სისტემაში.