ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

18:40, 31.03.2026

წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის ზრდამ  8.8 % შეადგინა, იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი კი – 8.4 პროცენტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2026 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, დამამუშავებელი მრეწველობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ენერგეტიკის სექტორებში.

მსგავსი