საქართველო უმსხვილესი ევროპული ორგანიზაციის CORTE-ს წევრია 

21:49, 10.12.2025

მძღოლების შრომისა და დასვენების პირობების განსაზღვრა, ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა და ჭკვიანი საგზაო სისტემები – სატვირთო გადაზიდვებში საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დარეგულირდება.

ჩვენი ქვეყანა ევროპულ სატრანსპორტო კავშირში გაწევრიანდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციის წევრ 31 სახელმწიფოსთან ერთად სატვირთო გადაზიდვები საქართველოშიც უფრო უსაფრთხო და ეფექტური უნდა გახდეს. ყოველთვიურად მზარდი ტვირთბრუნვის ფონზე, როგორ უნდა მოხდეს გადაზიდვების რეგულირება, ნაკადების მართვა და მძღოლების შემოწმება – ყველა საჭირო სტანდარტს საქართველო ევროპული ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე დანერგავს. მიზანი შუა დერეფნის განვითარების პარალელურად, საქართველოს როგორც ამ დერეფნის მნიშვნელოვანი მოთამაშე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაა.

მსგავსი