„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება-თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად, უნდა მოიპოვოს „შრომითი საქმიანობის უფლება“, ამ უფლებას კი „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“ გასცემს. პროცესი სრულად ელექტრონულია. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა ერთ წლამდე ვადით.