სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება

18:43, 14.04.2026

პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით, რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტებას აკეთებს. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება: საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით, მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე, აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება. პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვა კი 2031 წლამდე გადაიდო.

მსგავსი