მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარადგინა. დოკუმენტის თანახმად, სოფლის მეურნეობა, წყალი და მიწა შესაძლებელია ეკონომიკური პროდუქტიულობის ზრდის წყარო გახდეს. ანგარიშში საქართველოს წინაშე არსებული ძირითადი დაბრკოლებები და შესაძლებლობებია შეჯამებული. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად საჭირო რეფორმები, აგრო-სურსათის სისტემებთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

დატოვე კომენტარი