მსოფლიო ბანკის ანგარიში

„სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებულად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ – მსოფლიო ბანკმა შუა დერეფნის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევის, თანახმად 2030 წლისთვის შესაძლებელია შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება 11 მილიონ ტონამდე. ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოში ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად. განიხილებოდა საბაჟო სისტემისა და რკინიგზის მოდერნიზება ასევე, სერვისების გაციფრულება. მსოფლიო ბანკის კვლევის განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.