მსოფლიო ბანკის ანგარიში

შუა დერეფნის პოტენციალის ათვისება – მსოფლიო ბანკმა კვლევის პრეზენტაცია გამართა. რეგიონულ ღონისძიებაში, სადაც მთავარ მიგნებებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ, შუა დერეფანში შემავალი ყველა მხარე მონაწილეობს. ანგარიში განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკას და ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის და ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოში ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად.