შუა დერეფნის როლი ევროპის ქვეყნების მომარაგებაში და გამოწვევები

რა მომავალი აქვს საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ალტერნატიულ მარშრუტში – შუა დერეფანი მსოფლიო ბანკის კვლევის სამიზნე გახდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს საკვანძო როლზე მიუთითებს და იმ ნაბიჯებს ასახელებს, რომლებმაც დერეფნის სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალი უნდა გაზარდოს. მთავარი რეკომენდაცია ინფრასტრუქტურის გამართვა და სწრაფი სერვისების დასანერგად ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაა. მთავარ მიზნად ვაჭრობის გასამმაგება და ტვირთების გადაზიდვის დროის განახევრება სახელდება. შუა დერეფნის მიმართ ინტერესი უკრაინის ომის დაწყებამ და ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ მკვეთრად გაზარდა. ევროპა ენერგორესურსების და ტვირთების გადაზიდვის ალტერნატიული გზის მაქსიმალურად განვითარებას ცდილობს.