აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა დასრულდა

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა დასრულდა.

ოთხ დღიან ღონისძიებას, რომელშიც 68 ქვეყნის 4 000-მდე დელეგატი მონაწილეობს, საქართველომ პირველად უმასპინძლა. 2 მაისიდან სხვადასხვა ლოკაციაზე ჯამში 70 პანელური დისკუსია გაიმართა. ეკონომიკის განვითარება, ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, საგანმანათლებლო და ინდუსტრიული პროექტები – ეს ის მიმართულებებია, რომლებიც მიმდინარე ფორუმზე განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ინვესტიციებსა და სამომავლო პროექტებსაც. თბილისისთვის ეს ღონისძიება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების დამატებითი შესაძლებლობა იყო, მთავრობის მეთაურმა და წევრებმა სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებთან პირისპირ შეხვედრები გამართეს და სამომავლო გეგმებიც დასახეს. მომავალ წელს ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსს იტალია გადაიბარებს.