სასესხო შეთანხმება მსოფლიო ბანკთან

12:15, 08.06.2024

მსოფლიო ბანკი საქართველოს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლისთვის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. მხარეთა შორის სასესხო შეთანხმება უკვე გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მოაწერეს. პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს, ამისთვის კი იბიარდი 32 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს.

მსგავსი