აშშ-ს სანქციების პოლიტიკა და მოთხოვნები

19:23, 19.06.2024

რამდენად შეესაბამება ორ ქვეყნას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას სანქციების დაწესება და ითვალისწინებს თუ არა ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობები რომელიმე ქვეყნის მხრიდან გარკვეული პირობების შესრულებას – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შტატების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე ამერიკის ელჩმა ისაუბრა და სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შესაცვლელად საჭირო ხელსაწყო უწოდა. რობინ დანიგანი ცალსახად აცხადებს, რომ მიღებული კანონი, ასევე ოფიციალური თბილისის დეზინფორმაციული რიტორიკა და დასავლეთის მტრად გამოცხადება, უკიდურესად შემაშფოთებელია. ელჩის განცხადებებს გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. მმართველ გუნდში დიპლომატს დღეს არაერთხელ მიანიშნეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთობებში სამართლიან მიდგომებს ითვალისწინებს და არა ორმაგ სტანდარტებს.

მსგავსი