ფერმერების აქცია საფრანგეთში

საფრანგეთში ფერმერების პროტესტის მასშტაბები იზრდება.

აქციების პარალელურად სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები გზების და სამთავრობო შენობების პარალიზებას ცდილობენ. მოთხოვნებს შორისაა დიზელის ფასის შემცირება, უკრაინიდან იმპორტის შეზღუდვა და იმ კანონპროექტის უკან გაწვევა, რომელიც მიწების მცირე ნაწილის დაუმუშავებლად დატოვების ვალდებულებას გულისხმობს. საფრანგეთის პარალელურად, ფერმერების აქციები კიდევ ოთხ ქვეყანაში დაიწყო.