სავაჭრო ურთიერთობა საქართველო-იტალიას შორის

„საქართველო და იტალია ერთად, უკეთესი კვების მრეწველობისთვის“ – ამ სახელწოდებით ღონისძიება გაიმართა თბილისში. მიზანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სფეროში იდეებისა და გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები.

ასევე წარმომადგენლობები იტალიიდან, რომლებიც დარგში ლიდერები არიან.