საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2024“

ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. „მწვანე კვირეული 2024“-ზე 15 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც დამთვალიერებლებს ქართულ ნუგბარს და სხვა სახის პროდუქტს სთავაზობს. გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და მიმართულებებს აცნობს. კვირეულის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო.