ევროკომისიის რეკომენდაციები - არასამთავრობოების პოზიცია

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით მედიისთვის პრეზენტაცია გამართა. წარადგინეს ხედვა, როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის ცხრა რეკომენდაცია. მათი თქმით, ეს გეგმა ეყრდნობა ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისი ორგანიზაციების შეფასებებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის კვლევებსა და ანგარიშებს. კოალიციების განმარტებით, ისინი განაგრძობენ პროცესის მონიტორინგს და შეეცდებიან ხელი შეუწყონ რეფორმების პროცესის გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. საკითხს პოლიტიკურ სპექტრში გამოეხმაურნენ.