საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში

ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმები რუმინეთში განიხილეს.

ოფიციალური ბუქარესტი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, ქართულ მხარეს ევროინტეგრაციის გზაზე უპირობო მხარდაჭერას უცხადებს. ქართულმა საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტში გამართა. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და მსხვილი საერთაშორისო პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა, რომელიც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს. პროექტში საქართველო და რუმინეთიც მონაწილეობს.

რა გზავნილებით ტოვებს ქართული დელეგაცია ბუქარესტს, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებდა ვიზიტს.