ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე დედა-შვილის ცხედრები იპოვეს

ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ სახლში, სადაც დღეს დილით, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებას აფეთქება მოჰყვა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ნანგრევებში მოყოლილ დედას და ერთი წლამდე ჩვილს ეძებდნენ. სამწუხაროდ, ორივე მათგანი დაიღუპა.