აფეთქება თბილისში - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმე გახსნა.

განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით საგამოძიებო უწყებამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულია სამი პირი. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს იცავდა და თავდაპირველად მას სწორედ დაშავებულები დაესხნენ თავს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ბრალდებულს დაზიანებები აღენიშნება.