აფეთქება ბორჯომში

ბორჯომში, მრავალ ბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. მას სხეულის დამწვრობა და თავის არეში მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. ექიმების განმარტებით, დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. აფეთქება გუშინ დაახლოებით 18 საათზე მოხდა. მრავალსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე, ერთ-ერთ ბინაში სავარაუდოდ გაზი დაგროვდა. აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. მაცხოვრებლები მუნიციპალიტეტმა სასტუმროში გადაიყვანა.