ზამთარში რუსული ბუნებრივი აირით მომარაგება ევროპისთვის კვლავ პრობლემური საკითხი გახდა, თუმცა ამჯერად მცირე ხნით და ტექნიკური მიზეზებით.
ავსტრიის ბუნებრივი აირის სადგურზე მომხდარმა მასშტაბურმა აფეთქებამ აჩვენა, რომ ევროპის გაზმომარაგებას სერიოზული პრობლემები, შესაძლოა, ერთმა გაუთვალისწინებელმა შემთხვევებმაც კი შეუქმნას.
ევროპის ბაზრებზე გაურკვევლობის წარმოქმნამ და მოკლე დროში ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრმა მატებამ, მომარაგების დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების ძიება დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. მათ შორის არის ტაპისა და ტანაპის პროექტი, რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს.