ეროვნული უმცირესობების უფლებები

ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა   და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულმა უმცირესობათა საბჭომ წარადგინა.

ეროვნული უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, ეროვნული უმცირესობის სრულფასოვან მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სკოლამდელი, სასკოლო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას, კულტურული თვითმყოფადობის დაცვასა და განვითარებას, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ანტიდასავლური პროპაგანდის აღმოფხვრის ხელშეწყობას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს ეხებოდა.