საინფორმაციო კამპანია ეთნიკური უმცირესობებისთვის

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონის სოფლებში შეხვედრები გამართა და მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა. ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში მაცხოვრებლებს, სპეციალურად მათთვის შექმნილი შესაძლებლობები გააცნეს. ისაუბრეს სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე. ხაზი გაესვა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში არაქართულენოვანი მოქალაქეების ჩართულობისა და მონაწილეობის მნიშვნელობას.