„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი“

„ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ – სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში ტრენინგ-სემინარი გახსნა. სამდღიან ტრენინგ-სემინარს ამჯერად სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების ეთნიკური უმცირესობებით, მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან, სხვადასხვა პროფესიის ქალები ესწრებიან. მისასალმებელ სიტყვაში თეა ახვლედიანმა აქცენტი გააკეთა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების როლისა და ეფექტიანი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. სემინარის ფარგლებში, 30 მონაწილე, დეტალურ ინფორმაციას მიიღებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო თანასწორობა, მედიაწიგნიერება, ევროინტეგრაცია, ასევე ქალთა უფლებების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ.