ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში 

12:02, 19.11.2025

პარლამენტში დღეიდან „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვები იწყება. დეპუტატები იმსჯელებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე. ცვლილებების ერთი ნაწილი ეხება ემიგრანტებს. დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. ამასთან, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები. კერძოდ, წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის/გაუქმების საფუძვლები.

პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი იქნება, კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში, კანდიდატი არ გატარდება ან გაუქმდება რეგისტრაცია. პროექტით ასევე ზუსტდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით, ფოტო და ვიდეო გადაღების წესებიც. საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.

მსგავსი