სახალხო დამცველის საჯარო ლექცია
სახალხო დამცველმა კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ლექცია ჩაატარა. განიხილეს ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევები; კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ასევე ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობები. გარდა ამისა, იმსჯელეს ეროვნული უმცირესობების დაცვასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე; პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის პრაქტიკაზე.