კახეთში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გაიხსნა

12:28, 12.11.2025

კახეთის რეგიონში „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გაიხსნა. მიზანია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა გააცნო. თეა ახვლედიანის განცხადებით, ინტერაქციული დისკუსიების და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ტრენინგ-სემინარი მონაწილეებს ხელს შეუწყობს, განავითარონ ახალი უნარები.

 

მსგავსი