„აწარმოე საქართველოში“ - ახალი პროექტი

ახალი პროგრამა მეცხოველეობის სფეროში მომუშავე ფერმერების საქმიანობის ხელშესაწყობად.

ცნობილი პროექტი „აწარმოე საქართველოში“ – საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც პანდემიის დროს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამოქმედდა, ახლა უკვე მეცხოველეობის მიმართულებაზეც გავრცელდება. ეს ნიშნავს, რომ ბანკებსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან სესხების აღების დროს ფერმერებს გარანტორად სახელმწიფო დაუდგება. საგარანტიო ქონების ვერ წარდგენის გამო ბანკებისგან სესხის გაცემაზე მიღებული უარი წლების განმავლობაში ის მთავარი პრობლემა იყო, რის გამოც მეცხოველეობით დაკავებული ფერმერები წარმოების გაფართოებას ვერ ახერხებდნენ.