სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, 2026 წლისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პროგრამების დაწყებას გეგმავს. საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერა, ფაქტორინგის პლატფორმის შექმნა, კაპიტალის ბაზრის პროგრამის გაფართოება, რეგიონებში ახალი საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედება, – ეს მცირე ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომელთაც სააგენტო 2026 წელს განახორციელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას გასულ წელს რეკორდული შედეგები ჰქონდა – პროგრამის ფარგლებში მოზიდულმა საინვესტიციო კაპიტალმა 900 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. შემოვიდა 29 განაცხადი, რომელთაგან განხორციელდა 12 კომპანიის 19 ემისია.