შეხვედრა მეწარმეებთან 

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი თელავში, კახეთის საკონსულტაციო ცენტრში მეწარმეებს შეხვდა. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები სააგენტოს საქმიანობასა და მიმდინარე პროგრამებს გაეცნენ. ყურადღება გამახვილდა „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში განხორციელებულ ახალ ცვლილებებზე.