მიკრომეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამა

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამის ერთი წლის შედეგები შეაჯამა. აღინიშნა, რომ ამ პერიოდში დამტკიცდა 1 200-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მლნ ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობენ მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები, ქალი მეწარმეები და დამწყები მეწარმეები.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და ბიზნესის ამ სეგმენტს სთავაზობს როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ასევე ბიზნესუნარების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.