ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ 

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის.

გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები შეეხო სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 % მაჩვენებლით გაიზარდა. თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა. ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორისაა, კვების პროდუქტების წარმოება; სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და  ერთწლიანი კულტურების მოყვანა.

უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის ცვლილებები პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.