კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით უკვე ისარგებლა 8 კომპანიამ, რომელთა მიერ 13 ემისია განხორციელდა. შესულია 26 განაცხადი და 450 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი. სააგენტოს ცნობით, დაფინანსებულ ემისიებში უძრავი ქონების სექტორი და საფინანსო საქმიანობის მიმართულებები ჭარბობს. პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, 2028 წლამდე მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი.