შეხვედრა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ბიზნესსერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით თბილისში იმყოფებიან. მარიამ ქვრივიშვილმა სტუმრებს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკისა და ეკონომიკური კლიმატის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განიხილა საქართველოში BPO სექტორის კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვითარების შესაძლებლობები.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნესსერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით. ქვეყანაში ოპერირება დაიწყეს ინდუსტრიის ტოპ ხუთეულში შემავალმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან ემსახურებიან წამყვან ბრენდებს.