ახალი სერვისები შშმ პირებისთვის

შშმ პირებს ბიუროკრატიული პროცედურები უმარტივდებათ.

ცვლილება შევიდა მათ პირადობის მოწმობებში. კერძოდ, დოკუმენტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სტატუსი იქნება შეყვანილი. ეს კი ნიშნავს, რომ სამედიცინო, მუნიციპალური თუ საგადასახადო სერვისების მიღების დროს შშმ მოქალაქეებს შეღავათების სარგებლობისთვის სტატუსის დამადასტურებელი ცალკე საბუთის წარდგენა აღარ მოუწევთ.