ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება

ამნისტიის ერთჯერადი აქტი რამდენიმე კატეგორიის მოქალაქეებისთვის.

პარკირების, პატრულის მიერ გამოწერილი და სხვა სახის ადმინისტრაციული ჯარიმებისგან და მათი დროულად გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავებისგან გათავისუფლდებიან შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, ვეტერანები და დევნილები.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე გაიგზავნა.

დატოვე კომენტარი