იუსტიციის სამინისტროს განცხადება

12:19, 30.09.2025

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანით ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია: „დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მეათე წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 11 ქვეყანა. საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, რომელიც, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და, ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ქვეყანასა და რეგიონში უსაფრთხო, საიმედო გარემოს ქმნის.“- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი