ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიში

12:17, 21.10.2025

იუსტიციის სამინისტრო – ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მექანიზმების განვითარებისთვის. ადამიანით ვაჭრობის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასების, რიგით მე-4 რაუნდის ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები ტრეფიკინგის წინააღმდეგ საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მექანიზმების შემდგომი განვითარებისთვის. ასევე პოზიტიურად შეფასდა დანაშაულის მსხვერპლთა/დაზარალებულთა კომპენსაციის პროცედურის გამარტივება, დანაშაულის გამოვლენაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილების ზრდა და სფეროში დასაქმებული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიშში აღნიშნული პროგრესი, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია.

მსგავსი