იუსტიციის სამინისტროს განმარტება

18:15, 21.02.2026

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასპორტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ახალ პასპორტებში ხარვეზის გამო საქართველოს ათობით მოქალაქე საზღვრიდან მოაბრუნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ ერთეულ შემთხვევებს სხვა უწყებებთან ერთად იკვლევენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, სააგენტო ინდივიდუალურად დაუკავშირდა მოქალაქეებს ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესთავაზა იმავე დღეს სრულიად უსასყიდლოდ დოკუმენტების ჩანაცვლება.

მსგავსი