გაძევება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო
მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს და საქართველოდან გააძევეს. როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის 7 იანვარს აღნიშნული პირი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გერმანიის მოქალაქეს, ადმინისტრაციული სახდელის სახით, 4 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა და საქართველოში შემოსვლა სამი წლით აეკრძალა.