ტაქსის მფლობელები ჯარიმისგან თავისუფლდებიან - მერიის ინიციატივა

„ა“ და „ბე“ კატეგორიის ტაქსის მფლობელები, რომლებიც 2025 წლის პირველ ნოემბრამდე სანებართვო მოსაკრებელს არ იხდიდნენ, ჯარიმები ერთჯერადად ჩამოეწერებათ. თბილისის მერიის ინიციატივას, რომელიც 29 ათას მიმდინარე საქმეს ეხება, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. საკითხის მომხსენებლის, მაია ბითაძის განმარტებით, ამნისტია ერთჯერადი იქნება და ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება, ჯამურად, 8 მილიონამდე ლარის ოდენობის ჯარიმებს შეეხება.