საკანონმდებლო ინიციატივა

12:09, 21.11.2025
კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე პირებისთვის პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებაზე მსჯელობს. ინიციატივის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შეიქმნება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს კანონდამრღვევი არასრულწლოვანების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს.
ინიციატორების განმარტებით, მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი არასრულწლოვნების ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა.
 

მსგავსი