მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სხდომა

18:40, 18.12.2025

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 34-ე სხდომა გაიმართა, იუსტიციის სამინისტროში. აქცენტი გაკეთდა 2021–2030 წლების მიგრაციის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომელიც „მიგრაციისა და განვითარების“ პრინციპს ეფუძნება. ერთხმად დაამტკიცეს სტრატეგიის 2026 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც კომისიის წევრი უწყებების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა და მიზნად ისახავს მიგრაციული პროცესების ეფექტიან მართვას. გეგმა ფოკუსირებულია ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობაზე, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და მიგრანტთა რეინტეგრაციაზე. სხდომა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

მსგავსი