ლონდონის „ტოტენჰემმა“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა „ბრაიტონიდან“ ცენტრალური მცველის იან ვან ჰეკეს შეძენის შესახებ. 26 წლის ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება.
არაოფიციალური ინფორმაციით, „ტოტენჰემმა“ ფეხბურთელში 59.8 მილიონი ევრო გადაიხადა.
ვან ჰეკე „ბრაიტონში“ 2020 წლის სექტემბრიდან თამაშობდა. ამ პერიოდში მან 131 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.