ვინჩენცო მონტელა - როდესაც ბედი არ გწყალობს, ვერაფერს გახდები #1TVSPORT
ვინჩენცო მონტელა - როდესაც ბედი არ გწყალობს, ვერაფერს გახდები #1TVSPORT

თურქეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ვინჩენცო მონტელამ პარაგვაის ნაკრებთან მარცხის შესახებ ისაუბრა.

თურქეთის ნაკრებისთვის ეს ჯგუფში მეორე მარცხი იყო – გუნდმა პლეიოფში გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიისა და პარაგვაის წინააღმდეგ თურქებმა კარისკენ ჯამში 62-ჯერ დაარტყეს, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს.

„ბურთი ხან ძელს ხვდება, ხან ხარიხას. ვქმნით უამრავ საგოლე ეპიზოდს, მაგრამ გატანას ვერ ვახერხებთ. საერთოდ რომ არ გვქონდეს მომენტები, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამდენი გაცუდებული მომენტის ახსნა მიჭირს. ვფიქრობ, კიდევ რა უნდა გვექნა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. როდესაც ბედი არ გწყალობს, ვერაფერს გახდები.

35-წლიანი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მსგავსი რამ 50 შეხვედრაში ერთხელ თუ ხდება, ჩვენ კი ეს ზედიზედ ორჯერ გადაგვხდა თავს. მეტოქის კარისკენ 60-ზე მეტჯერ დავარტყით, ბურთის ფლობის სტატისტიკაზე კი აღარაფერს ვამბობ.

გული მწყდება. მოლოდინი მართლაც დიდი იყო და თურქ გულშემატკივარს გაცრუებული იმედებისთვის ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ვინჩენცო მონტელამ.

თურქეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას მასპინძელ აშშ-ისთან მატჩით დაასრულებს.