მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | თურქეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში თურქეთის ნაკრები პარაგვაისთან 0:1 დამარცხდა და მესამე ტურის წინ ჯგუფიდან გასვლის შანსი ოფიციალურად დაკარგა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-2 წუთზე გალარზამ გაიტანა. თურქები ამის შემდეგ ბევრს ეცადნენ, თუმცა უშედეგოდ. პირველი ტაიმის მიწურულს მსაჯმა მოედნიდან პარაგვაელთა ერთ-ერთი ლიდერი ალმირონიც გააძევა, მაგრამ სამხრეთამერიკელებს ამან ხელი წარმატებაში ვერ შეუშალა.

შედეგად, D ჯგუფიდან პირველი ადგილით ოფიციალურად გავიდა აშშ-ის ნაკრები, რომელსაც 6 ქულა აქვს. ხოლო თურქეთი ბოლო პოზიციაზეა ქულის გარეშე. მეორე ადგილისთვის პარაგვაი (3 ქულა) და ავსტრალია (3 ქულა) იბრძოლებენ.

მსოფლიო ჩემპიონატი 2026, D ჯგუფი | მესამე ტური:

26 ივნისი, 06:00 საათი | თურქეთი – აშშ (ინგლევუდი)

26 ივნისი, 06:00 საათი | პარაგვაი – ავსტრალია (სანტა კლარა)